1. მთავარი
  2. ჩვენ შესახებ
  3. დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი
დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი ახორციელებს ნავთობის ტრანსპორტირებას საქართველოს ტერიტორიის გავლით მსოფლიო ბაზრებზე

სუფსა

სუფსის ტერმინალზე მე-1000-ე ტანკერი ჩაიტვირთა

დასავლეთ მიმართულების საექსპორტო მილსადენი

მილსადენის სიგრძე 830 კილომეტრია და მისი საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის შირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი სანგაჩალის ტერმინალის გავლით დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის
 

მილსადენის თითქმის ნახევარი საქარველოს ტერიტორიაზე გადის.

ნავთობსადენით დღეში დაახლოებით 86 ათასი ბარელი ნავთობი უსაფრთხოდ მოედინება ბაქოდან სუფსის ტერმინალამდე. ნავთობსადენის ექსპლუატაციის 99,9% ეფექტურობის პირობებში.დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენს, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა, დღეში 100 000 ბარელამდე ნავთობის გატარება შეუძლია.

 

გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები

ახალი შესაძლო საქმიანობების შესწავლის მიზნით ჩვენ ჩვეულებრივ პროექტის დაწყების წინ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასებებს (ESIA) ვახორციელებთ.

დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში არსებული აზერი-შინაგი-გუნაშლის საბადოდან ნავთობის ექსპორტის მიზნით აშენდა.
მილსადენი ექსპლუატაციაში გაუშვეს 1997 წელს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასრულების შემდეგ. ESIA-ს პროცესის ძირითადი მიზანია განისაზღვროს, და სადაც ეს შესაძლებელია, აღმოიფხვრას ან მინიმუმამდე შემცირდეს მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული შესაძლო უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, მათი დროულად გამოვლენისა და რეაგირების გზით.
ჩვენი პარტნიორები

bp სხვადასხვა პროექტებში პარტნიორების სახელით ხელმძღვანელობს და ახორციელებს განვითარებისა და საწარმოო საქმიანობებს.