დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა, bp საქართველოსა და British Council Georgia -ს მხარდაჭერით, ინგლისური ენის სასწავლო კურსი გაიარეს.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, ბიპი-ს ვიცეპრეზიდენტმა კასპიის რეგიონში კომუნიკაციის და საგარეო ურთიერთობის საქმეში ბახტიარ ასლანბაილიმ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილმა მათ წარმატება უსურვეს და სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს ყოველდღიური შეხება აქვთ საერთაშორისო ვიზიტორებთან, შესაბამისად, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება უცხო ენების ცოდნის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის სწავლების პროექტი 2022 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და bp საქართველოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერების ხელშეწყობას. მათ შორის ბიომრავალფეროვნების დაცვა, ეკოტურიზმის პოტენციალის ზრდა და დაცულ ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
ბიპი-მ დააფინანსა პროექტი “მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში” პროექტის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან. პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რაც საშუალებას მისცემს გააფართოვოს აუდიოტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა. აღსანიშნავია მიღწეული შედეგები: თბილისის მუზეუმების გაერთიანების ბაზაზე არსებული რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორია აღიჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უახლესი აპარატურით, რაც შესაძლებლობას აძლევს ლაბორატორიას გააფართოვოს საქმიანობა კოლექციებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია - რესტავრაციის კუთხით და ასევე გაუწიოს მომსახურება სხვა მუზეუმებს; მუზეუმში ორენოვანი აუდიო გიდის სისტემა სამუზეუმო თხრობის გამრავალფეროვნებას, დამთვალიერებლისათვის მეტი კომფორტის შექმნას უწყობს ხელს და დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის მისაღებ ენაზე ინდივიდუალურად წარმართოს სამუზეუმო ტური. საგანმანათლებლო ვიდეო რგოლების დამზადება და გავრცელების თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის პოპულარიზაციას და ვიზიტორთა, თუ ონლაინ მიმდევართა მოზიდვას უწყობს ხელს. მზის პანელების დამონტაჟება მუზეუმის სახურავზე, ენერგოეფექტურობას, გარემოზე ზემოქმედების და დანახარჯების შემცირებას უწყობს ხელს.
ბილიკი როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი დანიშნულებისაა. პროექტის განხორციელება დაიწყო 2022 წლის მაისში და 2022 წლის დეკემბერში დასრულდა.
პროექტი დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ და განახორციელა ქეა კავკასია-მ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის.