1. მთავარი
  2. სიახლეები
  3. აზერი-ჩირაგ-გუნაშლი 4 მილიარდი ბარელი ნავთობის წარმოებას ზეიმობს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2021 წლის 20 სექტემბერი  აზერი-ჩირაგ-გუნაშლი 4 მილიარდი ბარელი ნავთობის წარმოებას აღნიშნავს 


• პროექტს დიდი სარგებლი მოაქვს აზერბაიჯანისთვის და ყველა სხვა დაინტერესებული მხარისთვის

• ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა საბადოს 27 წლის იუბილეს დამდეგს

• კიდევ ერთი წარმატება მიემატა მსოფლიო დონის საბადოს მუშაობის შესანიშნავ ისტორიას, არაჩვეულებრივი თანამშრომლობის და უსაფრთხოების, საიმედოობის და მაღალი გერმოსდაცვითი  სტანდარტებით მუშაობის შესახებ.


ბი-პი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის ნავთობის საბადოს ოპერატორია. პროექტში მისი პარტნიორები არიან - SOCAR, MOL, INPEX, Equinor, ExxonMobil, TPAO, ITOCHU, ONGC Videsh Limited (OVL).  მათი სახელით ბი-პი სიამაყით აცხადებს, რომ 2021 წლის 18 სექტემბერს საბადომ 4 მილიარდი ბარელი ნავთობი აწარმოა.


საბადოდან წარმოებული 4 მილიარდი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება ძირითადად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის ნავთობსადენის)  საშუალებით განხორციელდა. ნავთობი ბაქოს ახლოს მდებარე სანგჩალის ტერმინალიდან აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით მსოფლიო ბაზრებს მიეწოდა. 



ბი-პი-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონალურმა პრეზიდენტმა, ბატონმა გარი ჯონსმა განაცხადა: ‘ეს უდიდესი მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზერი-ჩირაგ-გუნაშლი მსოფლიო დონის საბადოა. როგორც მისი ოპერატორი, ჩვენ ვამაყობთ საბადოს შესანიშნავი მუშაობის ისტორიით, რაც კიდევ მრავალ ათწლეულს გაგრძელდება. 1997 წლის 7 ნოემბერს საბადომ წარმოება ჩირაგის პლატფორმიდან დაიწყო. მას შემდეგ ჩირაგის ისტორია გრძელდება. ახლა კი, 24 წლის შემდეგ, რაც მას 7 ახალი თანამდეროვე პლატფორმა მიემატა, ისტორიული ჩირაგი ისევ მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან პროდუქციის უსაფრთხოდ, ეფექტურად ად საიმოდოდ წარმოებაში. 
დღეს აზერბაიჯანი აღნიშნავს ‘საუკუნის კონტრაქტის’ ხელმოწერის 27 წლისთავს და ეს მნიშვნელოვანი დღე აზერბაიჯანის ახალ ისტორიაში მენავთობის დღეა. აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან წარმოებული 4 მილიარდი ბარელი ნავთობი კი ამ დღესასწაულისთვის შესანიშნავი ძღვენია. აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადომ ნავთობის წარმოების, ქვეყნისთვის და აქციონერებისთვის მოტანილი სარგებელის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების შექმნის გარდა, ხელი შეუწყო კასპიის რეგიონის მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ენერგომწარმოებლად  და ტექნოლოგიურად ნავთობის და გაზის განვითარების მოწინავე რეგიონად ჩამოყალიბებას. როგორც ოპერატორი ჩვენ ერთგულად ვმუშაობთ მთავრობასთან, სოკართან და ყველა სხვა ბიზნესპარტნიორთან, რათა აზერი-ჩირაგ-გუნაშლიმ  ქვეყნის განვითარებაში მნიშვნლოვანი წვლილი შეიტანოს შემდეგი სამი ათწლეულის მანძილზე.

 

 

ფაქტები აზერი-ჩირაგ-გუნაშლის შესახებ
• პირველად აზერი-ჩირაგ-გუნაშლის პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 1994 წლის 20 სექტემბერს მოეწერა. დღემდე საბადოს განვითარებაში დაახლოებით 40 მილიარი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

• 2017 წელს აზერი-ჩირაგ-გუნაშლის პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულება 2049 წლის ბოლომდე გაგრძელდა. 

• აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოდან აზერბაიჯანის მთავრობამ ჯამში დაახლოებით 50 მილიონი კუბური მეტრი ასოცირებული გაზი მიიღო. 

• დღესდღეობით აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოს რვა პლატფორმა აქვს - ექვსი მწარმოებელი და ორი საპროცესო, გაზის საკომპრესორო, წყლის ინიექციის და მომსახურების პლატფორმები. საბადოს შემდგომი განვითარების პროექტი - აზერის ცენტრალური აღმოსავლეთი (ACE) - ამჟამად მშენებლობის ფაზაშია და გეგმის მიხედვით  მიმდინარეობს. პირველი ნავთობის მიღება 2023 წელს არის მოსალოდნელი. 

• პლატფორმები ნავთობს და გაზს ბაქოს ახლოს ხმელეთზე მდებარე სანგაჩალის ტერმინალს აწვდიან, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ნავთობის და გაზის ტერმინალია.