1. მთავარი
  2. სიახლეები
  3. სტატიები

სტატიები

ჩვენი თანამშრომლები ინჟინერის პროფესიის შესახებ საუბრობენ

ბი-პი-ს ახალგაზრდა ინჟინრები თავიანთ მოსაზრებებს გვიზიარებენ

მარიამ მელქაძე, სისტემების მთლიანობის ინჟინერი: თეორიულად, უნივერსიტეტში ინჟინრის პროფესიას რომ ეუფლები შენთვის უკვე აღარ არსებობს  სტერეოტიპი ‘ქალი ინჟინერი’. თუკი ფიქრობ, რომ სწორედ ახლაა დრო პრაქტიკაში გამოიყენო შენი ცოდნა, რომ მთლიანად დაარღვიო ეს აშკარა სტერეოტიპი, გსურს საინჟინრო გადაწყვეტილებები შემოიტანო ენერგოინდუსტრიაში, არ გეშინია პასუხისმგებლობის, სირთულეების და მზად ხარ სწავლისთვის, განვითარებისთვის და კარიერული წინსვლისთვის, პროფესიული უნარების და ზოგადი ჩვევების გაუმჯობესებისთვის - მაშინ ბი-პი საქართველოში ზუსტად პასუხობს შენ მოთხოვნებს, მრავალფეროვანი შესაძლებლობებით და პროფესიონალებით, რომლებიც გეხმარებიან მიზნის მიღწევაში და კარიერულ წინსვლაში.

მარიამ დანელია, მილსადენის ინჟინერი: ბი-პი საქართველო ჩემი პირველი სამსახურია და აქ მუშაობა ინჟინერ-ჩელენჯერად დავიწყე.  ბი-პი-ს დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიო ენერგეტიკაში და როგორც ინჟინერი სიამოვნებით ვმუშაობ ახალ მიდგომებზე ენერგეტიკის კუთხით. ბი-პი ახალგაზრდა ინჟინრებს მსოფლიო დონის ექსპერტებთან აკავშირებს და შესაძლებლობების და უნარების განვითარებაში ეხმარება. ჩემი აზრით ტექნიკური სრულყოფილება არ არის საკმარისი კომპანიაში ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად - თვითმყოფადობა და ჩართულობა ბი-პი-ს ღერძია და თანამშრომლებიც ამ ღირებულებებით ცხოვრობენ და მუშაობენ. სწორედ ეს ქმნის სასიამოვნო და თანასწორ სამუშაო გარემოს ქალი ინჟინრებისთვის. ვფიქრობ გასაკვირი არც არის რომ ქალი ინჟინრისთვის უკეთესი გარემო ვერ წარმომიდგენია, ვიდრე ეს ბი-პი საქართველოში და ზოგადად ბი-პი-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახმელეთო მილსადენების ბიზნესერთეულშია.