1. მთავარი
  2. სიახლეები
  3. აზერი-ჩირაგ-გუნაშლი 30 წლისაა
„საბადოს განვითარების ძირითადი ფაქტები“
„1997 წლის 7 ნოემბერს აზერი-ჩირაგ- გუნაშლის საბადომ პირველი ნავთობი აწარმოა. “
„2024 წლის ბოლოს დაახლოებით 4.4 მილიარდი ბარელი ნავთობი მსოფლიო ბაზრებზე გავიდა. “
„2006 წლიდან საბადოზე მოპოვებული ნავთობით დაახლოებით 6000 ტანკერი დაიტვირთა ჯეიჰანის ტერმინლზე და მსოფლიო ბაზრებზე გავიდა.“
„პროექტის კაპიტალური დანახარჯი 2024 წლის ჩათვლით 45 მილიარდი აშშ დოლარია.“
„2017 წლის 14 სექტემბერს საბადოს პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულების ვადა 2049 წლამდე გაგრძელდა. “
„2024 წლის ბოლოს საბადოზე ცხრა საზღვაო პლატფორმა მოქმედებს - აქედან შვიდი საწარმოო და ორი გადასამუშავებელი, გაზის საკომპრესორო, წყლის საინიექციო და სამეურნეო. “
„აზერი-ჩირაგის აღმოსავლეთი პლატფორმა (ACE) კასპიის ზღვის აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოზე დამონტაჟებული რიგით მეშვიდე უახლესი საზღვაო პლატფორმაა. “
„ACE ტექნოლოგიურად და ციფრულად მოწინავე პლატფორმაა. პლატფორმას სრულად ავტომატიზირებული საბურღი დანადგარი აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიების და ახალი პროცესების გამოყენება ასევე ეხმარება ემისიების შემცირებას.“
„ნავთობის წარმოება ACE-მა პლატფორმის პირველი ჭაბურღილიდან გასული წლის ბოლოს დაიწყო. ამჟამად ACE სამი ჭაბურღილიდან დღეში 26000 ბარელს აწარმოებს.“