თანამშრომლები წნევის დამწევ სადგურზე
ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მივაღწიოთ ჩვენიოპერაციების შესაბამისობას OMS-ის მოთხოვნებთან და ამ მიზნით ვატარებთ თვითკონტროლის ღონისძიებებს,რომელთა მეშვეობით ვაკონტროლებთ თითოეული მოთხოვნის შესრულების მხრივ არსებულ მდგომარეობას.
ჩვენ მივმართავთ გეგმაზომიერ ქმედებებს, რათა შევინარჩუნოთ სტანდარტებთან შესაბამისობა რისკების დონეების შემცირებისა და ჩვენი მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.
უცვლელი რჩება ჩვენი ვალდებულება – თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები, დავიცვათ ადამიანების უსაფრთხოება და გავუფრთხილდეთ გარემოს.
ჩვენი პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ინდივიდუალური უსაფრთხოების გარდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი საოპერაციო სისტემების და პროცესების მთლიანობის შენარჩუნებას სწორი სამშენებლო პრინციპების, საინჟინრო, საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების პრაქტიკის პროცესის უსაფრთხოების დანერგვით.
ჩვენ განვსაზღვრეთ პროცესის უსაფრთხოების ძირითად რისკებს ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებისას და ვთხოვთ თანამშრომლებს შეგვატყობინონ პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტები.
ჩვენ გვაქვს პროცესის უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტის ამსახველი რამდენიმე ყოველთვიური დასკვნა როგორიცაა საოპერაციო რისკების შეფასება და დასკვნები სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებთან შესაბამისობის და მუშაობის უსაფრთხო სისტემების შესახებ.
მენეჯერების ყოველთვიურ შეხვედრებზე,რომლებსაც უძღვებიან საინჟინრო და ტექნიკური სპეციალისტები, ჩვენ ვიხილავთ მთავარი პროცესის უსაფრთხოების და მთლიანობის მართვის განხორციელების ინდიკატორებს. ბევრი მათგანი „წამყვანი“ ინდიკატორია, რომლებიც მიუთითებს ჩვენი კონტროლის სიძლიერეზე.
საქართველოში ჩვენ სისტემურ მიდგომებს ვიყენებთ გარემოს დაცვის მართვის სფეროში. ბაქოთბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის პროექტების შემუშავების საწყის ეტაპზე ჩვენ ჩავატარეთ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დეტალური შეფასების (ESIA) და ამ სფეროებში აღებული ვალდებულებები გარემოსდაცვით და სოციალურ სამოქმედო გეგმებში ჩამოვაყალიბეთ.
ახლახან ჩვენ დავასრულეთ მუშაობა სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.
ამ პროცესების მეშვეობით დგინდება პოტენციური ზემოქმედების სახეები და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები, მიმდინარეობს ამ ღონისძიებების განხორციელების მკაცრი კონტროლი, მათ საბოლოო დასრულებამდე.
ჩვენს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემას საფუძვლად უდევს ISO 14001-ის პრინციპი – „დაგეგმვა შესრულება-შემოწმება-ქმედება“. ამავე პრინციპს იზიარებს OMS-ით გათვალისწინებული საქმიანობის გაუმჯობესების პროცესიც.
გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის განხორციელების პასუხისმგებლობა ხელმძღვანელ გუნდს ეკისრება. საქართველოს შესაბამისობის უზრუნველყოფისა და გარემოსდაცვითი ჯგუფია პასუხისმგებელი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის კოორდინაციასა და მართვაზე, ხოლო რეგიონის მასშტაბით სისტემას ზედამხედველობას უწევს bp-ის გარემოს დაცვისა და ნორმატიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის რეგიონალური დირექტორი.
ობიექტებზე სისტემის განხორციელების პასუხისმგებლობა ობიექტების მენეჯერებს ეკისრებათ.
ჩვენი მიზანია არ მივაყენოთ ზიანი ბუნებას და ჩვენი სამუშაოთი გამოწვეული გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე დავიყვანოთ.ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კონტრაქტორებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მხრიდან ჩვენი გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილება. კონტრაქტორებთან ხელშეკრულებებსა და პირობებში დეტალურად გაწერილია პუნქტები გარემოსდაცვით მენეჯმენტთან დაკავშირებით. ეს დებულებები შემდეგ საკითხებს ეხება: ნარჩენების მართვა, ფლორის და ფაუნის შენარჩუნება, ჰაერის და წყლის ხარისხის დაცვა და ეკოლოგიური მენეჯმენტი.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენ კონტრაქტორებტან მოცემული მოთხოვნების დაკმაყოფილების და სავალდებულო მართვის სისტემების და პროცედურების დანერგვის უზრუნველყოფისთვის.
ნარჩენების შემცირებისა და მართვის გაუმჯობესების მიზნით ჩვენ მუდმივად ინოვაციური და ეფექტიანი გზების ძიებაში ვართ. ჩვენ სახიფათო ნარჩენების შემცირების მიზნით ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე აღჭურვილობა შევიძინეთ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ნარჩენების ეფექტური გამოყენება, მათ შორის ენერგიის წყაროს სახით.
ამ დანადგარის მეშეობით შესაძლებელი გახდა ჩვენი საქმიანობის შედეგად წარმოებული ისეთი სახიფათო ნარჩენების უმეტესი წილის BTC მილსადენის PSG1-ზე ნარჩენების შეგროვების ცენტრალურ ზონაში შეგროვება, დაპრესვა და შენახვა, როგორიცაა ნავთობით გაჟღენთილი ქსოვილები ან ნავთობის დანალექი ნარჩენები.
ისტორიულად, ხდებოდა სახიფათო ნარჩენების ექსპორტისთვის მომზადება საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საწარმოებში გადამუშავების მიზნით, ვინაიდან ადგილობრივ კომპანიებს არ შეეძლოთ ნარჩენების უსაფრთხო განთავსება. ჩვენ შევაფასეთ ქართველი ოპერატორები, რომლებსაც შეეძლოთ ევროსტანდარტების შესაბამისი სახიფათო ნარჩენების ინსინერატორის ოპერირება და ადგილობრივი კომპანია უკვე მუშაობს ამ სფეროში. ამ ტიპის ობიექტის დაარსება წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ეროვნულ დონეზე ნარჩენების მართვის შესაძლებლობის განვითარების პროცესში.
ჩვენ ასევე ვაგრძელებთ თანამშრომლობას ქართულ კომპანიებთან, რომლებსაც სათანადო ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნიათ ქაღალდის, პლასტმასის, ლითონის და სხვა ტიპის ნარჩენი პროდუქტების გადამუშავებისთვის.
ჩვენი ინციდენტების მართვის გეგმით გათვალისწინებულია რეაგირების სპეციალური ღონისძიებები ისეთი ინციდენტების შემთხვევაში, რომელთა შედეგად დაღვრილი ნავთობი ველურ ფაუნას აზიანებს.
ველური ფაუნის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც ჩვენ PSG1-ზე ავაშენეთ, აღჭურვილია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოწყობილობებით. ნავთობის დაღვრით გამოწვეულ ველური ფაუნის დაზიანებაზე რეაგირებისათვის ჩვენი მზადყოფნის შესამოწმებლად მოხალისეებისათვის ტრენინგები მოვაწყეთ, რომლებიც ფრინველების გადარჩენისა და ნავთობის დაღვრის საკითხებზე ტრენინგის საერთაშორისო კომპანიამ ჩაატარა (International Bird Rescue and the Oil Spill Training Company Ltd). ტრენინგი ჩაუტარდა არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, ადგილობრივ სერტიფიცირებულ ვეტერინარებს და მოხალისეებს. bp-ს პერსონალის დახმარებით, ჯანდარის და წალკის ტბების მიდამოებში ორგანიზებულ ტრენინგში წლების მანზილზე მრავალმა მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. ეს ადგილები მათი გარემოსდაცვითი მოწყვლადობის გამო იქნა შერჩეული.
აღნიშნული ინივიატივების შედეგად შემოწმებული იქნა ჩვენი მზადყოფნა ველური ფაუნის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირების კუთხით. ასევე იდენტიფიცირებული იქნა საბაზისო მონაცემები, შესწავლილი იყო გარემოზე პოტენციური ზემოქმედება და სხვადასხვა დონის შესაძლო რეაგირების გზები იქნა შეფასებული.
განხორციელდა ნავთობის დაღვრის სიტუაციის მოდელირება გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების გამოყენებით და ასევე შემოწმდა კომუნიკაციის გეგმები. თეორიული ელემენტების გარდა, ასევე გამოვიყენეთ ველური ფაუნის სარეაბილიტაციო ცენტრში არსებული ველურ ფაუნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირების აღჭურვილობა, რათა შეგვემოწმებინა მობილიზაციასთან, განლაგებასთან და ოპერაციების შესრულებასთან დაკავშირებული მიდგომები.
სასწავლო წვრთნებთან ერთად გავაანალიზეთ მიღებული გამოცდილება, მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც გავუზიარეთ ყველა მონაწილე მხარეს.
ვაგრძელებთ ობიექტების ექსპლუატაციას ჩვენი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში, რომელსაც გავლილი აქვს სერტიფიცირება საერთაშორისო ეკოლოგიური მართვის სისტემის სტანდარტის – ISO 14001-ის მიხედვით.
ჩვენ მიერ დანერგილი კომპლექსური სისტემები გვეხმარება, რომ ზედმიწევნით შევასრულოთ HSSE ყველა შესაბამისი მოთხოვნა. ბოლო წლებში გარემოსდაცვით კანონმდებლობაში გატარებული არსებითი ცვლილებების შედეგად, ჩვენ საფუძვლიანად გავაანალიზეთ გარემოსდაცვითი სფეროს მარეგულირებელი ჩარჩო.
გამოვავლინეთ კონკრეტული ამოცანები, რომელთა განხორციელება საოპერაციო და გარემოსაცვით პერსონალს დაეკისრა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოთხოვნებთან შესაბამისობა. შესაბამისი საკითხები შეტანილია შესაბამისობის უზრუნველყოფის მონაცემთა ბაზაში, რომლის მეშვეობით მათი შესრულების შემოწმება ხდება.
პროექტის შემუშავების და მისი განხორციელების საწყისი ეტაპის დროს გამოყენებული იქნა საქართველოში განხორციელებული სხვა პროექტების და საექსპლუატაციო საქმიანობის შესრულების შედეგად მიღებული გამოცდილება. პროდუქტიული თანამშრომლობა გაგრძელდა პროექტის თანამშრომლებთან SCPX ESIA განახლებული ვერსიის განხილვის პროცესში და ნარჩენების მართვის სფეროში მჭიდრო კოორდინირების დროსაც.