ბიპი-ს ინიციატივითა და დაფინანსებით ყოველწლიურად 60 ჟურნალისტი სწავლობს ინგლისურ ენას. წელს სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება 8 მაისს გაიმართა. პროგრამაში ბოლო ათწლეულის მანძილზე ადგილობრივი მედიის 500-ზე მეტი წარმომადგენელი სწავლობდა ინგლისურ ენას, რაც მათივე თქმით მათ ინფორმაციის მოპოვება-გადამუშავებაში ეხმარება. ასევე მნიშვნელოვნად ზრდის მათი პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს. პროგრამას ბრიტანეთის საბჭო ახორციელებს და წლების განმავლობაში ადგილობრივ მედიას მათი გადატვირთული გრაფიკის შესაბამისად შემუშავებულ პირობებს სთავაზობს. ბოლო რამდენიმე წელია მედიის წამომადგენლები დისტანციურად სწავლობენ ინგლისურ ენას მსოფლიოს სხვადასხვა აუდიტორიებთან ერთად. ისინი აღნიშნავენ, რომ ახალი ურთიერთობები საერთაშორისო აუდიტორიასთან მნიშვლენოვნად ზრდის მათ პროფესიულ უნარებს. ცოცხალი ურთიერთობაც აუდიტორიებში მნიშვნელოვანია და პროგრამა სოციალურ აქტივობასაც მოიცავს.
კეთილშობილი ირმის თბილისის ეროვნულ პარკში დაბრუნების პროექტი ბიპი-ს ხელშეწყობით დაიწყო. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს (CTC) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს თბილისის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას. ინიციატივა bp-ს ფინანაური მხარდაჭერით განხორციელდება.
კეთილშობილი ირემი საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობაა და, დღეისათვის, გადაშენების კრიტიკულ ზღვარს მყოფი სახეობების კატეგორიაში შედის.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა, bp საქართველოსა და British Council Georgia -ს მხარდაჭერით, ინგლისური ენის სასწავლო კურსი გაიარეს.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, ბიპი-ს ვიცეპრეზიდენტმა კასპიის რეგიონში კომუნიკაციის და საგარეო ურთიერთობის საქმეში ბახტიარ ასლანბაილიმ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილმა მათ წარმატება უსურვეს და სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს ყოველდღიური შეხება აქვთ საერთაშორისო ვიზიტორებთან, შესაბამისად, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება უცხო ენების ცოდნის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ინგლისური ენის სწავლების პროექტი 2022 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და bp საქართველოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერების ხელშეწყობას. მათ შორის ბიომრავალფეროვნების დაცვა, ეკოტურიზმის პოტენციალის ზრდა და დაცულ ტერიტორიებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.
ბიპი-მ დააფინანსა პროექტი “მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში” პროექტის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან. პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რაც საშუალებას მისცემს გააფართოვოს აუდიოტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა. აღსანიშნავია მიღწეული შედეგები: თბილისის მუზეუმების გაერთიანების ბაზაზე არსებული რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორია აღიჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უახლესი აპარატურით, რაც შესაძლებლობას აძლევს ლაბორატორიას გააფართოვოს საქმიანობა კოლექციებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია - რესტავრაციის კუთხით და ასევე გაუწიოს მომსახურება სხვა მუზეუმებს; მუზეუმში ორენოვანი აუდიო გიდის სისტემა სამუზეუმო თხრობის გამრავალფეროვნებას, დამთვალიერებლისათვის მეტი კომფორტის შექმნას უწყობს ხელს და დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის მისაღებ ენაზე ინდივიდუალურად წარმართოს სამუზეუმო ტური. საგანმანათლებლო ვიდეო რგოლების დამზადება და გავრცელების თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის პოპულარიზაციას და ვიზიტორთა, თუ ონლაინ მიმდევართა მოზიდვას უწყობს ხელს. მზის პანელების დამონტაჟება მუზეუმის სახურავზე, ენერგოეფექტურობას, გარემოზე ზემოქმედების და დანახარჯების შემცირებას უწყობს ხელს.
ბილიკი როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი დანიშნულებისაა. პროექტის განხორციელება დაიწყო 2022 წლის მაისში და 2022 წლის დეკემბერში დასრულდა.
პროექტი დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ და განახორციელა ქეა კავკასია-მ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის.
პროექტების მართვის კოლეჯი (PMC), რომელიც 2009 წელს გაიხსნა bp-ს და მისი პარტნიორების ESI International-სა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, მსმენელებს სთავაზობს შვიდი მოდულისგან შემდგარ სასწავლო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ, მსმენელებს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროექტების მართვის მაგისტრის სერტიფიკატი ენიჭებათ. კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP®) სერტიფიკატი, რომელსაც Project Management institute (PMI®)გასცემს.
აკადემიური კურსი მოიცავს ერთ წელზე გადანაწილებულ 24 სასწავლო დღეს. კოლეჯმა ფუნქციონირების პირველი 5 წლის განმავლობაში 252 მსმენელისგან შემდგარი 13 ნაკადი მიიღო, აქედან 215-მა კოლეჯი მაგისტრის სერტიფიკატით დაამთავრა, ხოლო 14-ს პროექტების მართვის პროფესიონალის სერტიფიკატი მიენიჭა.
კოლეჯის სტუდენტების კონტინგენტს შეადგენენ მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მათ შორის არიან როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები.
პროგრამა მიზნად ისახავდა ევროკავშირის „მერების ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული საქმიანობის მხარდაჭერას. „მერების ხელშეკრულებას“მიერთებული ქალაქების მუნიციპალიტეტებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომელიც 2020 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიების 20%-ით შემცირებას ითვალისწინებს, რაც ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმების განხორციელებას მოითხოვს.
პროგრამამ დააფინანსა მსხვილი სადემონსტრაციო პროექტი საქართველოს ქალაქებში, რომლებიც ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების პრაქტიკული მაგალითებია და სტიმულს აძლევს სხვა პროექტების განხორციელებას. ამ მიზნით, ხელშეკრულების მონაწილე მუნიციპალიტეტებში შეირჩა საზოგადოებრივი შენობები, მაგალითად, სკოლები, ბაგა-ბაღები, სამედიცინო ცენტრები, სახელოვნებო და სპორტული სკოლები და ბავშვთა სახლები.
ბიპი-ს და მისი პარტნიორების მიერ დანერგილი ტექნოლოგიები ხელს უწყობს CO2 ემისიების შემცირებას საქართველოში
პროექტი ინიცირებული და დაფინანსებულია ბიპი-ს და მისი ნავთობის და გაზის პროექტების პარტნიორების მიერ. პროექტი განახორციელა კომპანია 'ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო'-მ. პროექტის მიზანია ეროვნული ენერგოუსაფრთხოების და გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძებების ხელშეწყობა, საქართველოში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების და სხვადასხვა საშუალებების და მოწყობილობის მიწოდების გზით CO2 ემისიების შესამცირებლად.
ჩვენ დავაფინანსეთ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) საქმიანობა, რომელიც bp -ის მიერ 2004 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული „ვალდებულების“ ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი 300 ათასი დოლარის ოდენობის გრანტით არის დაფუძნებული.
EUGBC არის ბიზნესის ინტერესებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზნებია:
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისება. საქართველოს, როგორც ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა ევროკავშირის ქვეყნებში და პირიქით. საბჭოს წევრების საერთო ბიზნესინტერესების გატარება და დაცვა. ევროკავშირსა და საქართველოს ბიზნესებს, მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოების წრეებს შორის კავშირების ხელშეწყობა.
ბიზნეს საბჭოს წევრები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია და ქართველ ექსპორტიორთა ასოციაცია.