bp, როგორც პასუხისმგებლიანი და საიმედო პარტნიორი, ადგილობრივი მოსახლეობისაგან
მიღებულ პრეტენზიებს და საჩივრებს ელექტრონული სისტემის საშუალებით. ჩვენ მესამე მხარეთა
პრეტენზიებზე რეაგირების მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურა გაგვაჩნია, რომელიც ჩვენი
მოსახლეობასთან ურთიერთობის სტრატეგიის ნაწილია. Ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წერილობით ან
სიტყვიერად მიმართოს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის ჯგუფის წარმომადგენელს
ან კომპანიის სხვა თანამშრომელს და დააფიქსიროს საკუთარი პრეტენზია. Კომპანია შეისწავლის
საკითხს და გონივრულ ვადაში მოახდენს რეაგირებას.
Მაგისტრალური მილსადენების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში მოქმედებს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის 365-ე დადგენილება “მაგისტრალური მილსადენების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ”, რომელიც არეგულირებს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისზედა ინფრასტრუქტურის დაცვის წესს, დაცვის ზონებს და ამ ზონებში მოქმედ შეზღუდვებს. Გამოყოფილია მილსადენების დაცვის I და II, უსაფრთხოების III და საკონსულტაციო IV ზონები. დაცვის ზონებში მოქმედი წესების დაცვა სავალდებულოა.
მილსადენების დაცვის ზონებში დაგეგმილი საქმიანობის განსახორციელებლად ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან მიმართონ ოპერატორ კომპანიას და მოიპოვონ ნებართვა. ამისათვის, გთხოვთ,
ეწვიოთ ვებ-გვერდს: bp Georgia 3rd Party Permitting (bpglobal.com) და შეავსოთ ელექტრონული აპლიკაცია ან დაუკავშირდეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის ჯგუფის წარმომადგენელს. ნებართვის მოპოვების ვადა დამოკიდებულია განსახორციელებელი საქმიანობის ტიპსა და სირთულეზე.
ნარგავების სახეობა, მილსადენიდან დაშორება და განაშენიანების ინტენსივობა, წერილობითი სახით უნდა შეთანხმდეს ოპერატორ კომპანიასთან.
ბაქო-სუფსას მარშრუტზე დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო- სუფსა) გასწვრივ ცხენოსანი და სამანქანე პატრულის მიერ განხორციელებული ყოველდღიური მონიტორინგის ან სხვა რუტინული საქმიანობის ფარგლებში მიყენებული მოსავლის ზიანის ანაზღაურების პროცესში მონაცემების შეგროვება და დამუშავება სრულად ელექტრონულ ფორმატში ხდება, რის შესახებაც ინფორმაციას მიიღებთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის ჯგუფის წარმომადგენლებისაგან.