აბკარ ოგანჯანიანი, ახალციხის მკვიდრი, თავისი მარწყვის სათბურის ბიზნესის შესახებ გვესაუბრება. ბიზნესი მან ბიპი-ს ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციტივის ფარგლებში მოაწყო.
რატომ გადაწყვიტეთ მარწყვის სათბურის მოწყობა?
„აქ ყოველთვის მაღალი მოთხოვნაა მარწყვზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კახეთში მოსავალი ძლიერი წვიმების გამო ფუჭდება."
რა არის თქვენი მიზანი?
“ჩემი მიზანია ვაწარმოო ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ქიმიური დანამატების გარეშე “
როგორ უძღვებით ბიზნესს?
„ჩემი ოჯახი დამეხმარა მარწყვის მოვლაში, მოსავლის აღებასა და შეფუთვაში, ასევე რეალიზაციაში. ჩვენ ყველანი ჩავერთეთ ამ პროცესში“
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
„ახლო მომავალში მინდა მარწყვის ზამთარ-ზაფხულ წარმოება და გაყიდვა ვუზრუნველვყო. ეს დამატებით სამუშაო ადგილების შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობის ახალი, მაღალი ხარისხის პროდუქციით მომარაგების საშუალებას მომცემს“
ნამდვილად შთამბეჭდავია თქვენ მიერ ახლადწამოწყებული ბიზნესის შედეგებიც:
“მარწყვის პირველმა მოსავალმა 250 კილოგრამი შეადგინა. 2024 წელს მეტი გამოცდილება მქონდა და 550 კილოგრამი მოსავალი მივიღე, ჯამში მან 800 კილო მარწყვი მოვიყვანე და გავყიდე რამაც დაახლოებით 6000 ლარის შემოსავალი მომიტანა. 2024 წელსვე ჩემი სათბურიდან, მარწყვის გამრავლება და ჩითილების გაყიდვა დავიწყე, ჯამში 1700 მარწვის ჩითილი გაიყიდა, რაც ჩემი ოჯახითვის დამატებით შემოსავალის წყარო გახდა. “
“ამგვარ გამოხმაურებას არ ველოდი“, - ამბობს თეა ბაღდოშვილი, სოფელ წნისის მკვიდრი. თეა 2022 წლიდან ჩაერთო ბი-პი-ს პროგრამაში და ლოკოკინების ფერმას დღემდე აფართოებს. 2022 წლის ბოლოს თეამ ადგილობრივად მოყვანილი Helix Aspersa Muller-ის ლოკოკინების გაყიდვა Facebook-განცხადებით დაიწყო.
„ჩვენი პროდუქცია ადგილობრივ მაღაზიებსა და რესტორნებში გაიყიდა, ასევე მომხმარებელთა არაერთი ინდივიდუალური შეკვეთაც შევასრულეთ.“
2023 წელს თეამ დაახლოებით 5,000 კილოგრამი ლოკოკინა გაამრავლა. 2,000 კგ ადგილობრივ რესტორნებში და ოჯახებში გაყიდა. 2024 წელს კი ბიზნესის განვითარებას 1,000 კგ ლოკოკინის წინასწარ მიღებულმა შეკვეთამაც შეუწყო ხელი.
„განახლებად ენერგიაზე გადასვლა და სარწყავი სისტემების ავტომატიზაცია გვიზოგავს დროს, რესურსებს და ადგილობრივ ეკოსისტემაზე დადებითად მოქმედებს”.
საგრანტო თანხების სტრატეგიული ინვესტირებით, თეამ ლოკოკინების მეურნეობა მზის პანელებით და სარწყავი სისტემებით აღჭურვა და ლოკოკინებისთვის თავშესაფრები მოაწყო.
2025 წელს თეას დაგეგმილი აქვს მიზნობრივი სარეკლამო კამპანიების წარმოება, რომლებიც მომხმარებელს ლოკოკინების კვებით სარგებელს და კულინარიული რეცეპტებს შესთავაზებს . მეურნეობის გასაფართოებლად მან უკვე დაიწყო ქვეყნის შიდა და გარე ბაზრების ძიებაც.
„ადგილობრივი თემების განვითარების ინიციატივის“ (CDI) ფარგლებში განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის ზრდას. CDI პროგრამის განხორციელება 2003 წელს დაიწყო და დღემდე 28 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა, მეშვიდე ფაზის“ (CDI-7) ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში, სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებასა და მდგრადი შენარჩუნებისათვის აუცილებელი, ე.წ. მწვანე სასუქების შეტანის, იგივე სიდერაციის მეთოდის დემონსტრირება შედგა. მწვანე სასუქების, იგივე სიდერატების გამოყენება, საქართველოში სრულიად ახალი მეთოდია და წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის გაზრდისა და ნიადაგის ყველა თვისების გაუმჯობესების კარგ საშუალებას. აღნიშნული მეთოდოლოგია აქტიურად გამოიყენება ისეთი კულტურებისათვის, როგორებიცაა კარტოფილი, ბოსტნეული, მწვანილი და სხვა. ღონისძიებას ადგილობრივი ფერმერები დაესწრნენ, რომლებიც საკუთარ ნაკვეთებში, აღნიშნულ მეთოდის დანერგვას გეგმავენ სამომავლოდ. პროექტის სამიზნე არეალი მოიცავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (BTC) და სამხრეთ კავკასიური მილსადენების (SCP) გასწვრივ მდებარე 98 თემს, გარდაბნის, მარნეულის, რუსთავის, წალკის, თეთრიწყაროს, ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.